ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით იგი პოსტს აფხაზეთში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ტოვებს. როგორც ხაჯიმბა აცხადებს მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება მოსახლეობაში და პირობას დებს, რომ მომავალშიც ყველაფერს იზამს აფხაზეთის განვითარებისთვის.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციცი კი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ.