ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. გუშინ ბარციცი ამტკიცებდა, რომ რაულ ხაჯიმბა „მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში“ კენჭს აღარ იყრიდა.
"მომავალში ვნახოთ როგორ მოვიქცევი. ახლა, ჯერჯერობით ამის დრო არ არის. ცხოვრება გვაჩვენებს",- განაცხადა ხაჯიმბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.