ახალი კვლევის თანახმად, რაც უფრო ბედნიერად ცხოვრობენ ადამიანები, მით უფრო უბრალოდ და სადად იცვამენ. ეს მოულოდნელი დასკვნა გაეროს მიერ მსოფლიოში ბედნიერების დონის განსაზღვრის ყოველწლიური ანგარიშიდან მომდინარეობს.2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კვლევა მსოფლიო ბედნიერებაზე. მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგიები და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანთა ობიექტური კეთილდღეობის დონეს საზღვრავენ. ასევე აკვირდებიან მათ სუბიექტურ შეფასებას, თუ რამდენად კარგი ცხოვრება აქვთ.შემდეგ მაჩვენებლებს ერთმანეთს ადარებენ და მოქალაქეთა ბედნიერების დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგს ადგენენ.