რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას ღირსეულად შევხვდე - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გააკეთა. ის მთავარ პროკურატურაში დასაკითხად მივიდა. გამოძიებას მასთან კითხვები ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით აქვს. უწყებაში შესვლამდე მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა რომ დაკითხვა სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და დაკავებული დეკანოზის ჩვენებას უკავშირდება.