ივანიშვილი არის თაღლითი, ისაა მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად მდაბიო და პერსონალურად აფერისტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა. უგულავამ კვირას 15:00 საათზე გრანდიოზული აქცია დააანონსა.