ზუგდიდში ქირიას ქუჩაზე მაღაზია და "თი ბი სი" ბანკის გადახდის აპარატი გაქურდეს. მეპატრონის ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, რადგან დღეს დილით მაღაზიის რკინის კარი დამტვრეული დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.