რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო - ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს - ამირან გამყრელიძე - Palitra News

რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო - ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს - ამირან გამყრელიძე

2020-06-15 13:21:51+04:00

რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო დღეებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.