ხმაური იყო წუხელ წყნეთის ქუჩაზე. ტრანსგენდერ ქალებს მეგობრებთან შეკამათება მოუვიდათ, საქმეში მეზობლებიც ჩაერთვნენ, ვითარების განმუხტვა მხოლოდ სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათ შორის არიან როგორც ტრანსგენდერი ქალები, ისე მათი მეზობლები. მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში მტელი ღამე გაატარეს. მეზობლების თქმით მსგავსი დაპირისპირება საკმაოდ ხშირად ხდება.