ხაჭო ცილით მდიდარი პროდუქტია, ის შეიცვას ცილის დიდი ზომის მოლეკულებს, რისგამოც გარკვეულწილად დატვირთაა პატარას უმწიფარი თირკმლებისათვის. ამიტომ მისი მიცემა 10 თვის ასაკიდანაა რეკომენდებული და არაუმეტეს 40-50 გრამისა დღიურად.პატარს ხაჭოს ადვილად მოაწონებთ, თუ ამ პროდუქტს მის საყვარელ ხილს შეურევთ. აღსანიშნავია, რომ ხაჭოს ცილებს ორგანიზმი გაცილებით უკეთესად და სწრაფად ითვისებს, ვიდრე ხორცის ცილას. კალციუმი და ფოსფორი, რაც საკმაო რაოდენობითაა ამ პროდუქტში, აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი განვითარებისათვის, ხაჭოში ადვილად ასათვისებელი ფორმითაა წარმოდგენილი.
ხაჭო შეიცავს ასევე B ჯგუფის, PP, A და E ვიტამინებს, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფტორს. გახსოვდეთ, ხაჭო მალფუჭებადი პროდუქტია, მასში სწრაფად მრვალდებიან ბაქტერიები, ამიტომ თუ პატარამ შეთავაზებული ხაჭოს ულუფა ბოლომდე არ მიირთვა, მაციბვარში ნუღარ შეინახავთ. სჯობს გადაგდოთ და შემდეგი კვებისათვის ახალი ულუფა შესათვაზოთ.