"ქართული ლუდის კომპანიამ" ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაასრულა, თუმცა ამ დრომდე ინვესტორი ვერ იპოვა. კომპანიამ ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა. როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე აცხადებს, საქართველოში წვენების წარმოების მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ინვესტორის მოძიებაა.