აქციის საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ და ძმამ სასამართლოს განაჩენი გააპროტესტეს და პროკურატურის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ „რატომ ღუპავდნენ ახალგაზრდებს“.„საცოდავ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. შეხედეთ ამ პროკურორებს“, - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.