ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავს. „მაინტერესებს, რატომ უსმენდა პროკურატურა ჩემი და ჩემი მეუღლის ტელეფონებს“- აცხადებს შვილკვდარი მამა. სარალიძისთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ბავშვებიდან არც ერთის სატელეფონო საუბრები არ იყო მოსმენაზე დასმული, რატომ უსმენენ მის ოჯახს.შეხვედრას საგამოძიებო ორგანოში ომბუდსმენის და შსს-ის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრა 7 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა სამართალდამცავებმა დამატებით კიდევ 10 დღის ვადა ითხოვეს, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ.როგორც აუდიენციის დაწყებამდე თქვა, დასვამს იგივე კითხვებს, რაც წინა შეხვედრაზე ჰქონდა. ამბობს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბოლო 10 დღეში ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა.