10:28
18 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ უშავდება ფოთლები ოთახის მცენარეს
15-01-2020

ოთახის მცენარეების მოვლა არც ისე მარტივი საქმეა. თუ ქოთნის ყვავილები მოგწონთ და გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ინტერიერი უნდა დაამშვენოს, მათ სათანადოდ უნდა მოუაროთ კიდეც. ოთახის მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება ზამთარში ჭირდება, როდესაც ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს, ამ დროს სიფრთხილეა საჭირო წყალი არ დააკლდესა ან პირიქით, მეტი არ მოუვიდეს. ხშირად ხდება, რომ ყვავილებს ფოთლების კიდეები უშავდება.
დაბალი ტენიანობა ყვავილის ჭკნობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს.
გათბობის ჩართვის შემდეგ შენობაში ტენიანობა ავტომატურად კლებულობს 30 პროცენტამდე, რაც მცენარეებისთვის დამღუპველი, კატასტროფული მაჩვენებელია, ასეთ ტენიანობას მხოლოდ კაქტუსები იტანენ.


მაღალმა ტემპერატურამ ოთახში ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცენარის გახმობა. სასურველია ოთახის ტემპერატურა არ აღემატებოდეს 20-ს, მინიმალური ზღვარი კი 16 გრადუსია.

გახსოვდეთ,სიცივე და ორპირი ქარი ნებისმიერ მცენარეს დიდ საშიშროებას უქმნის.

ზამთრის პერიოდში მცენარის ფოთლების გაშავებას ფესვებთან დაკავშირებული პორობლემები იწვევს, კერძოდ ეს ფესვების ლპობითაა გამოწვეული. ფესვების ლპობა კი არასწორი მორწყვა განაპირობებს.

მცენარეს პრობლემა შეიძლება შეუქმნას წყალმა, უფრო სწორედ წყლის ტემპერატურამ. მოსარწყავი წყალი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არა ონკანის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები