12:32
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ უნდა მივირთვათ საჭმელი მაქსიმალურად ნელა? - დაითვალეთ 10-მდე საკვების მორიგი ლუკმის მიღებამდე, უარი თქვით დიდ თეფშზე...
26-03-2019

ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას ანიჭებს. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელები სიმაძღრის გრძნობას უფრო სწრაფად განიცდიან და ზოგადად ნაკლებს ჭამენ. ტვინს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სიგნალის მისაღებად დრო სჭირდება. შუალედი დაახლოებით 20-30 წუთს შეადგენს. შესაბამისად, თუ ადამიანი ყველაფერს 5 წუთის განმავლობაში მიირთმევს, ტვინი უბრალოდ ვერ შეძლებს მომხდარის გაცნობიერებას.

მეცნიერები გვირჩევენ 10-მდე დავითვალოთ საკვების შემდეგი ულუფის პირში ჩადებამდე. „ჭკვიანი ჩანგალიც“ კი შეიმუშავეს, რომელიც აფასებდა ადამიანის ჭამის სიჩქარეს. დიდი სიჩქარის შემთხვევაში ჩანგალი ვიბრაციასა და ციმციმს იწყებდა.

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ უარი ვთქვათ დიდ თეფშებზე. მათ გამო ტვინი არაადეკვატურად აფასებს ულუფის ზომას და იზრდება ნაყროვანების რისკი. პატარა თეფშზე საკვები უფრო კარგად დაგვანაყრებს, რადგანაც ტვინი ფიქრობს, რომ მეტი კალორია მიიღო. ასევე მოერიდეთ საკვების დამატებას. ჭამის დროს ადამიანი უნდა ფოკუსირდეს თავად პროცესზე და არა ტელევიზორზე ან კითხვაზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები