კარაქი შეიცავს A ვიტამინის ისეთ ფორმას, რომელიც ყველაზე ყელსაყრელი და ადვილად შესათვისებელია ორგანიზმისათვის. რეტინოლი, იგივე A ვიტამინი სხვა პროდუქტებთან შედარებით კარაქიდან გაცილებით სწრაფად შეიწოვება და ადვილად ხმარდება ორგანიზმის ქსოვილებს. რეტინოლს ორგანიზმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს. მასზეა დამოკიდებული შინაგანი სეკრეციის (ენდოკრინული) ჯირკვლების ფუნქცია, კონკრეტულად ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ასევე თვალების, კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობა. A ვიტამინის დეფიციტი ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითებით, მეტაბოლიზმის დარღვევით, მხედველობის გაუარესებით და დაბერების პროცესის დაჩქარებით.