ქათმის კვერცხი იდეალური საკვები პროდუქტია. დიეტოლოგი შერონ ნატოლი აღნიშნავს, რომ კვერცხი ეხმარება მელატონინის გამომუშავებას,რომელიც სასარგებლო ჰორმონია, არეგულირებს სადღეღამისო რიტმებს. მელატონინზე დამოკიდებულია ძილიანობაც. საყურადღებოა ისიც, რომ კვერცხი შეიცავს ტრიპტოფანს, მჟავას, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ხსნის განგაშსა და შფოთვას. ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე, მიკროელემენტები ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. დიეტოლოგები გვირჩევენ ერთი კვერცხი დილით, მეორე კი საღამოს მივირთვათ. დილით მიღებული კვერცხის წყალობით დიდხანს ვინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. საღამოს მიღებული კი გვამშვიდებს და ძილის ხარისხს გვიუმჯობესებს. გახსოვდეთ, კვერცხი აფერხებს დაბერების პროცესს, ეხმარება წონის შენარჩუნებას და განამტკიცებს ჯანმრთელობას.არაერთხელ თქმულა,რომ კვერცხი უხვად შეიცავს ქოლესტერინს და ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ ჩატარებული კვლევების შემდეგ უკვე შეგვიძლია კვერცხი უშიშრად მივირთვათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნდამენტური გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე. კვლევით დადგინდა,რომ კვერცხში შემავალი ქოლესტერინი უშუალოდ სისხლში არ ხვდება და, აქედან გამომდინაარე, ადამიანს საფრთხეს არ უქადის.