ზეთისხილი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სისხლში ქოლესტერინის შემცირებით აქვეითებს არტერიული წნევისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკს. ეფექტისთვის საკმარისია დღეში ერთი ლამბაქი ზეთისხილის მიღება. ამ ხილის სასარგებლო თვისებების საიდუმლო მასში არსებული ე ვიტამინი და ცხიმოვანი მჟავის დიდი რაოდენობაა. გარდა ამისა, ზეთისხილი ანთების საწინააღმდეგო უნარის გამო ტკივილგამაყუჩებელიცაა. ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეთისხილი იდეალურია თმისა და კანისთვის. ის რკინის წყაროცაა და სისხლში ჰემოგლობინის მატებას ეხმარება.ზეითუნის ზეთიც თმისა და კანისთვის სასარგებლო პროდუქტების სიაშია. ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით. ამიტომ სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს სინოტივეს უნარჩუნებს. ზეთისხილში არის ფენოლური შენაერთები - ოლეუროპენი და ოლეოკანტალი. ისინი ბუნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტებია. მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ოლეოკანტალი არაჩვეულებრივად უმკლავდება კანში არსებულ ანთებით პროცესებს.