დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
წყალი ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების პროდუქტიულ მუშაობას, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, გამოჰყავს ტოქსინები. წყალი, წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილების გარდა, ორგანიზმისთვის საკვები ნივთიერებების მომმარაგებლის ფუნქციასაც ასრულებს. ამასთან, ის დაავადებების პროფილაქტიკის მარტივი და იაფი საშუალებაა.მხოლოდ 2 ჭიქა ცივი წყლის დალევით, ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარე 30%-ით იზრდება, ჰორმონ ნორეპინეფრინის გამოსროლის ხარჯზე. მსგავსი ეფექტი თან ახლავს ნახევარი საათის განმავლობაში ცხიმის დაჩქარებულ „დაწვას“.ადამიანს აფექტის მდგომარეობისას დასამშვიდებლად ჭიქა წყალს აწვდიან. ასეთ დახმარებას მარტო ფსიქოლოგიური დატვირთვა როდი აქვს. ხახისა და ხორხის ახლო განლაგების გამო, ყლაპვისა და სუნთქვის პროცესები კოორდინირებულია, ამიტომ წყლის ნელა დალევა რეფლექსურად აქვეითებს სუნთქვის სიხშირეს და ასწორებს მის რიტმს.