ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს. შესაბამისი ცვლილების შეტანა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში არის დაგეგმილი. აგრარულ საკითხთა კომიტეტს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინიციატივით უკვე მიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვის მთავარი მიზანი ფალსიფიკაციის რისკების შემცირებაა.