ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა. თუმცა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. მთავრობის განმარტებით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა თურქეთისა და რუსეთის ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორიც.ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა ლარის რყევას მოუმზადებელი ხვდება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონის პიკში ეროვნული ვალუტის გაუფასურება შემდგომი თვეებისვის ცუდ მოლოდინს ქმნის.ლარმა გაუფასურება წინა კვირის ბოლოს დაიწყო. რაც შეეხება ლირას, თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რაც ერთის მხრივ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს მეორეს მხრივ კი პრეზიდენტ ერდორანის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.