02:05
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის რატომ წავიდა თანამდებობიდან - ივანე მაჭავარიანი
24-04-2019

კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან, ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის, თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ არ ჩათვლის საჭიროდ, როგორც საქართველოში იციან - დადგებიან და იჭორავებენ,-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კომენტირებისას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი " განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ქობულიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქობდა და იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრთან ნათია თურნავასთანაც კომუნიკაცია პროდუქტიული იქნება.

"მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას ბატონი ქობულიას მიმართ. მიმაჩნია, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. მეტსაც ვიტყვი,მე პატივი მქონდა მასთან ერთად მუშაობის და ეს თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნათია თურნავასთანაც მექნება იგივე დონის პროდუქტიული თანამშრომლობა. შესაბამისად ეს არის ჩემი შეფასება. მისი წასვლის მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბრიფინგზე. თქვენ შეგიძლიათ ხელახლა იხილოთ და მე მგონი საკმაოდ ცხადი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ქობულიამ განცხადება გააკეთა, თუ არ გააკეთა - თვითონ ჩათვლის ალბათ საჭიროდ გააკეთებს თუ არა.",-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად მისაღები იყო გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა/გაშვების ფორმა, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი ფორმა იყო.

"ადამიანი რომ მიდის თანამადებობიდან, ამის სხვა ფორმა არ არსებობს. კონკრეტული დეტალები თუ რატომ წავიდა ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის, თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ არ ჩათვლის საჭიროდ, როგორც საქართველოში იციან - დადგებიან და იჭორავებენ. როგორ შეიძლება სხვა ადამიანებმა-მე ვიქნები თუ სხვა მინისტრი - ახსნას ბატონი ქობულიას მოტივი. ვფიქრობ, რომ თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ მაშინ სიცხადეს შეიტანს",-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა

რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა ფინანსთა მინისტრმა ქობულიას წასვლის თაობაზე მიმდინარე პროცესების შესახებ, მაჭავარიანი პასუხობს:"ესეთი პროცესი რამდენად მიმდინარეობდა, მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ".

AutoPlay
"360 გრადუსი" - მარგველაშვილის პოზიცია
09-08-2019
"ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ძალიან მიბრაზდებოდნენ იმიტომ, რომ 2003 წლიდან არ მომწონდა სააკაშვილი" - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
ვამბობდი, რომ ჩვენ სხვა რამისთვის მოვედით, ისინი მეუბნებოდნენ არა, შენ არ გაქვს უფლება ხმა ამოიღო - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
09-08-2019
ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? - გიორგი მარგველაშვილის პასუხი წამყვანს
09-08-2019
"360 გრადუსი" - 11 წელი აგვისტოს ომიდან; განათლების მინისტრის პოზიცია; უსუფაშვილის პოზიცია; ბოკერიას პოზიცია
08-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები