ლაბრადორების უმეტესობა 3-4 წლის ასაკიდან , ადამიანების მსგავსად, გასუქებას იწყებს, ამიტომ მათთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში. ედინრბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 4 000 ლაბრადორ რეტრივერის აქტიურობა და მათი წონა. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, გააკეთეს დასკვნა: ისევე როგორც ადამიანებს, ლაბრადორებს ქონი მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით კი არ უჩნდებათ, არამედ მათი სიმსუქნე გენეტიკური ფაქტორების შედეგიცაა.სპეციალისტების აზრით, "საშუალო ასაკის" შემდეგ ლაბრადორ-რეტრივერი წელიწადში 1 კგ-ს იმატებს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ რისკ ჯგუფში ხვდება. მკვლევარების თქმით, ძაღლის პატრონი სწორედ 4 წლის შემდეგ უნდა ეცადოს, რათა შინაურმა ბინადარმა ბევრი ირბონოს, ივაჯიშოს და იყოს აქტიური, იმისათვის რომ თავისი ბინადარი დააზღვიოს წონისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებისგან.