02:29
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ სუქდებიან ბავშვები? - ამის მიზეზი მარტივია
18-06-2019

სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი მარტივია - მიღებული ენერგიის მოცულობა დახარჯულზე მეტია, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესთან, როდესაც მას მოძრაობისა და ფიზიკური შრომის ნაკლები მოტივაცია აქვს.

გარდა ამისა, რაციონში უფრო მეტი მაღალკალორიული, დაბალი კვებითი ღირებულების პროდუქტია. ასეთი საკვები უფრო ნაკლები ღირს, მეტად ხელმისაწვდომია და შაქრისა და ცხიმის გარდა მათში არანაირი სასარგებლო ნივთიერება არ არის. ამგვარ პროდუქტებს მიეკუთვნება ჩიპსები, სხვადასხვა სნეკები, ფასტფუდი და ტკბილი სასმელები. ტკბილი სასმელებისა და ფრუქტოზის ჭარბი მოხმარება სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.

გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ერთ-ერთი მშობლის ჭარბი წონა ბავშვის სიმსუქნის რისკს 50%-ით ზრდის, ორივე მშობლის პირობებში - 80%-ით. თუმცა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მემკვიდრეობითი რისკის ფაქტორის კუპირების შესაძლებლობს იძლევა. ჭარბი წონის მქონე მოზარდების 50% აღენიშნება კვებითი ქცევის დარღვევა. სერიოზულ შემთხვევებში მათი მკურნალობისას ფსიქოთერაპევტის დახმარება ხდება საჭირო, რადგან ზოგჯერ გადაჭარბებული ჭამა დეპრესიის სიგნალია.

ჰიპოდინამია იწვევს კუნთოვანი მასის დაქვეითებას. სწორედ კუნთების საშუალებით ხარჯავს ორგანიზმი კალორიებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროსაც კი.

ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძილი. დაბალი კლასის მოზარდებმა მინიმუმ 9 საათი უნდა იძინონ, ხოლო უფროსებმა არა ნაკლებ 8 საათისა.

AutoPlay
რატომ გახშირდა გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა - ამერიკელი სპეციალისტები მიზეზს ასახელებენ
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
დაბერებასთან ერთად ადამიანი უფრო პოზიტიური ხდება - ეს დასკვნა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც 10 ათასი ადამიანის ემოციური მგრძნობელობა გამოიკვლიეს
16-07-2019
ინტერნეტი ადამიანის ტვინს ცვლის - რა გამოავლინეს ნევროლოგებმა და რატომ თვლიან აუცილებლობად ე.წ. "ინტერნეტ ჰიგიენას"?
16-07-2019
მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოსავალია გაქვთ თუ ერთ ადგილას დიდი ხნით ჯდომა გიწევთ?
16-07-2019
გაიგეთ რამდენიმე ეფექტური მეთოდი და დაისვენეთ ამ პრობლემისგან ზაფხულში: როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენებს?
16-07-2019
წლებია, საზამთროს ჭამთ, მაგრამ ამ 7 ფაქტის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ
15-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები