პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და განვადებების წილის მნიშველოვანი კლება - ასეთია შვიდი მაისის შემდეგ, საქართველოში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენა ტექნიკის ბაზარზე. კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ პირველი იანვრიდან, ანუ მას შემდეგ რაც რეგულაციები მთელ საფინანსო სექტორზე გავრცელდება, ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ტექნობუმის ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ ფილიალების რაოდენობაც შეამციროსპროდუქციის გაყიდვა და რეალიზაციაში საბანკო განვადებების წილი შემცირდა ბეკოშიც. კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში. მეჰმედ მელექის განცხადებით, ამის მიზეზი არის ის, რომ სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ადამიანები საკუთარი შემოსავლების დადასტურებას ვერ ახერებენ. შესაბამისად, საბანკო განვადებებით სარგებლობა უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ შვიდი მაისიდან მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის სრულფასოვაბნი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. თვითდასაქმებულებს ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ. ამასთან, ცნობილია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან რეგულაციები მთელ საფინანსო სექტორზე გავრცელდება.