12:17
18 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რატომ შემცირდა აგროდაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა?
10-07-2018

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პირველადი მონაცემებით, 2018 წლის აპრილ-ივნისში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 9500 პოლისია გაცემული. როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ივნისში გაცემული პოლისების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 38%-ით ხოლო მაისში 48 პროცენტით  არის შემცირებული.  ბენეფიციართა რაოდენობის კლება აგროდაზღვევაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს აისეტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი. თუმცა ფატი მამარდაშვილის განმარტებით,  საქართველოში ჯერ კიდევ არ არის აგროდაზღვევის კულტურა განვითარებული და ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდისთვის სახელმწიფოს ბევრი მუშაობა დასჭირდება

ამჟამად აგროდაზღვევას ფერმერებს 7 სადაზღვევო კომპანია სთავაზობს: არდი, ალდაგი, აისი, თიბისი დაზღვევა, ალფა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი და ჯიპიაი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე -50%-ა.

AutoPlay
Amazon-ი დამატებით 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
Gilead-ი მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას 21 მლრდ დოლარად ყიდულობს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იანვარ-აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 29%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები