საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა დროებით შეიზღუდა. ამ პუნქტების ნაცვლად მოქალაქეები ვალუტის კონვერტაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში ახდენენ.
ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარია მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რადგან ის ადამიანი, რომელიც ბრონირებული მინის მიღმა ზის, საფრთხეს არ წარმოადგენს არც იქ დასაქმებულისთვის და არც კლიენტებისთვის. ათივე შეფასებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობის შეზღუდვა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს, რომ სპეკულაცია მოახდინონ ლარის კურსზე.
ექსპერტების მოსაზრებას არ იზიარებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, კომერციული ბანკები ცდილობენ, რომ მინიმალური იყოს კომერციული კურსი და ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს ეროვნული ბანკის კურსს