საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 16 აპრილს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. განცხადება შეეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა და შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა, 14 აპრილს თელეთში დააკავეს.