"ბედნიერი" კატის ცხვირ-პირი, როგორც წესი, სამი კონტრასტული ფერითაა შეფერილი: თეთრი, შავი და წითური. თეთრი ფერი პირველადი სისპეტაკის, სიხალასისა და სიმშვიდის სიმბოლოა, შავი ბეწვი ყოველთვის დამცველად ითვლებოდა, რომელიც უწმინდურ ძალას განდევნიდა და ბოროტ ძალებს ებრძოდა. წითურ ფერს სიხარული და ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, ავადმყოფი ადამიანების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. როდესაც ეს სამი მძლავრი შეფერილობა ერთ ცხოველში ერთიანდება, ყოველის ძალა ბევრად იმატებს. სწორედ ამიტომ კატებს მაგიურ უნარს აწერენ და მათ მეტად აფასებენ.