პარკოსანი მცენარეები 500 გვარის, 12000 სახეობას აერთიანებს, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით საქართველოში ლობიო, სოიო და ბარდა სარგებლობს. ბოლო დროს ხშირად მიირთმევენ ოსპსაც. აღნიშნული პროდუქტებით არაერთი კერძი მზადდება და განსაკუთრებით აქტუალური მარხვის პერიოდში ხდება. არის თუ არა სასარგებლო პარკოსანი მცენარეები, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ სოიო მავნეა ჯანმრთელობისთვის, ცვლის თუ არა ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხოველურ ცილებს, ის მცენარეული ცილები, რომელიც მაგალითად ლობიოშია, დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ.