08:53
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ იწვევს გაზიანი სასმელები დამოკიდებულებას
25-12-2018

გაზიანი სასმელი ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს სხვადასხვა სახის გაზიან სასმელს, შესაბამისად, მასზე გამოხატული დამოკიდებულება აქვს. ერთ-ერთი პოპულარული სასმელის შექმნისათვის, კვების ტექნოლოგებმა აშშ-ში გემოვნებისა და ცალკეული პარამეტრების, მათ შორის წყურვილის შეგრძნებაზე მოქმედი ვარიაციის 3 904 ტესტირება ჩაატარეს. ამის საფუძველზე მათ მიაგნეს ალუბლისა და ვანილის არომატების იდეალურ ბალანსს და განსაზღვრეს ყველაზე მეტად მიმზიდველი ფერისა სმელისთვის.

გაზიანი სასმელების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს, რაც სპეციალისტთა განცხადებით, დამოკიდებულების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. კოფეინი სჭარბად მოხმარებისას ორგანიზმი წყვეტს სათანადო რაოდენობით საკუთარი სტიმულატორის გამომუშავებას, შედეგად ადამიანს მისი შევსება გარედან უხდებადა განუწყვეტლივ მიირთმევს კიდეც საყვარელ სასმელს.

კოფეინის გარდა გაზიან სასმელებს დამოკიდებულების გამომწვევი სხვა კომპონენტებიც აქვთ დამატებული. ზოგი მათგანის შემადგენლობაში შედის ბრომირებული მცენარეულიზეთი. რომელიც, რუსეთში უკვეა იკრძალა, აშშ-შიც შეინიშნება ამის ტენდენცია. მთავარია ადამიანებმა გააცნობიერონ გაზიანი სასმელების მავნებლობა დაუარი თქვან მათზე!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები