"აუდიტორია 115" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს თსუ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "აუდიტორია 115"-სთვის მიუღებელია უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების ის მოდელი, რომლითაც 25 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს.