პურ-პროდუქტთა ასოციაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია ძალაში შევიდეს ჭვავის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ჭვავის პური ძირითადად სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება, ამიტომ მომხმარებელთა ჯანდაცვის მიზნით აუცილებელია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპები განსაზღვროს.