იდაყვზე კანის აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც არასწორი მოვლა, ისე კანისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები: არასრულფასოვანი კვება, რაციონში A, D, E ვიტამინების ნაკლებობა უარყოფითად აისახება კანის მდგომარებაზე.გადაჭარბებული მოვლა,მაგალითად კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების ხშირი გამოყენება, წყალთან გადაჭარბებული კონტაქტი უარყოფითად აისახება იდაყვის სახსრის მიდამოს მგრძნობიარე კანზე. ანტიბაქტერიული ან სხვა აგრესიული საპნის ხშირი გამოყენებით ზიანდება ეპიდერმისის დამცავი ფენა, ცხიმი აღარ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით, რაც იწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას.ალერგიამ, ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა ასევე შეიძლება იდაყვის ზონის კანის აქერცვლის პროვოცირება გამოიწვიოს; თუ პრობლემა არასკამრისი მოვლის გამოა, მიზანშეწონილია სხეულის გასაწმენდად კრემ-საპნის, თხევადი საპნის ან გელის გამოყენება.ვიტამინების დეფიციტისას სასარგებლოა კანის საფარველისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ვიტამინო-მინერალური კომპლექსის მიღება.თუ დარღვევა ენდოკრინული დაავადებითაა გამოწვეული, აუცილებელია ექმთან ვიზიტი დაიგნოზის დასაზუსტებლად. ჰორმონული დარღვევები და ორგანოების დაავადებები ეპიდერმისის მდგომარეობაზეც აისახება. ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ჰორმონული და არაჰორმონული ადგილობრივად სახმარი მალამოების გამოყენებით.