ქალების 70-80% ბავშვებს მარცხენა მხარეს იჭერს, რისი მიზეზიც სპეციალისტებისთვის ცნობილი არ იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დადებითად მოქმედებს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთკავშირზე. ასე იქცევა ცხოველების დიდი ნაწილიც. მეცნიერები დააკვირდნენ 10 სახეობის ცხოველს. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ, რომ მათი ნაშიერი მარცხნივ ყოფილიყო. მკვლევარების აზრით, ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობს ბავშვის რეაქციებზე, მაგალითად სიცილზე ან ტირილზე, ქცევაზე ინფორმაციის მოხვედრას მარჯვენა ნახევარსფეროში, რომელიც ემოციის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამის გამო დედასა და ბავშვს შორის ფორმირდება მჭიდრო კავშირი.