თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე ნატა ფერაძე შეუძლოდ გახდა. ის უკვე მეექვსე დღეა, რაც შიმშილობს. ფერაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.როგორც "პალიტრანიუსს" სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის ექიმებმა განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა მათი რეკომენდაციაა, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს.