საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადა, ამ გზით ისინი ცდილობენ მოსახლეობას უბიძგონ ავტომობილების შინ დატოვებისკენ, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას. სამომავლოდ იგეგმება, რომ გასარეცხ და ძველ ავტომობილებს აეკრძალოთ ქალაქში დროის გარკვეულ მონაკვეთებში შესვლა, კანონის დამრღვევები კი გარკვეული თანხით დაჯარიმდებიან.