2 წლის განმავლობაში თაფლის სამომხმარებლო ფასმა ერთ კილოგრამზე 3,2 ლარით მოიმატა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში 20 ლარზე ოდნავ უფრო მეტად გაიზარდა ფუტკრის 1 ოჯახის ღირებულებაც და 2017 წლის მარტში ერთი სკის საშუალო ფასმა 270 ლარი შეადგინა. გაეროს სურსათის სააგენტოს მონაცემებით, 2000-2015 წლებში თაფლის მწარმოებელთა ფასები გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში, მაგრამ, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოში თაფლის ფასების ზრდის ტემპი უფრო მერყევი იყო.