სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა 5 წლით - 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. ამავე პერიოდით გადავადა ნორმა, რომლის მიხედვითაც, ღვინისა და სპირტიანი სასმელის ეტიკეტებზე აღნიშვნა - "ქართული ბრენდი" ნებადართულია, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სპირტს შეადგენს.როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენელთა თხოვნით გადავადდა. მისივე განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესსექტორი არ იყო მზად დაგეგმილი ცვლილებებისთვის.