ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა აღდგა. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა გურამ კახაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროისათვის არანაირი შეფერხება არ არის. მისივე თქმით, შეფერხება სავარაუდოდ ხის გადატანას უკავშირდებოდა, რის გამოც ერთი საათის განმავლობაში მატარებელი მახინჯაურში გაჩერებული იყო, რასაც მგზავრები აპროტესტებდნენ. ამ დროისათვის ჩაქვიდან გურიაში ზღვის გავლით ასწლოვანი ხის ტრასპორტირება მიმდინარეობს. აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარში 20-მდე მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს.