21:44
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
რატომ ემუქრება ულმის ეკლესიას განადგურების საფრთხე?
23-03-2020

მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ქალაქ ულმის 161,5 მეტრი სიმაღლის ლუთერანული ეკლესია ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარეობს. 

ტაძარში 143 მეტრის სიმაღლეზე შპილის სამზერია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. იქ მისაღწევად დამთვალიერებლებმა 768-საფეხურიანი სპირალური კიბე უნდა აიარონ, სადაც ბევრგან მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა.

პირველი ეკლესია ულმში ქალაქის გალავანს გარეთ აიგო და ის კარლოს დიდის დროიდან რაიხენაუს ბენედიქტელთა მონასტერს ემორჩილებოდა, ქალაქელებს კი სურდათ, დამოუკიდებელი ეკლესია გალავანს შიგნით ჰქონოდათ.

10 ათასამდე ულმელი მოქალაქის ფულადი სახსრებით 1387 წელს ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1392 წლიდან მთავარ 

არქიტექტორად დაინიშნა ულრიხ ენსინგენი - ე.წ. მაღალი გოტიკური სტილის ერთ-ერთი შემქმნელი და სტრასბურის ბრწყინვალე ტაძრის მთავარი შემოქმედი. ზომებიდან გამომდინარე, მშენებლობა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა – 1405 წლისთვის მშენებარე ტაძარი უკვე აკურთხეს.

ულრიხ ენსინგენის გარდაცვალების შემდეგ , იგი მისმა ვაჟმა მათეუსმა შეცვალა, რომელმაც დაასრულა ქოროსა და ჩრდილოეთ ნავის გუმბათები. მათეუსის გარდაცვალების შემდეგაც  მშენებლობა მისმა ვაჟმა მორტიზმა განაგრძო, რომელიც გარდაცვალებამდე  ასევე ულრიხის პროექტებით მუშაობდა.

1477 წლიდან ტაძრის აგება ახალმა მშენებლებმა განაგრძეს, თუმცა მათ მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ნაგებობას თანდათან სტრუქტურული საფრთხე წარმოექმნა, რის გამოც 1543 წელს მშენებლობა რამდენიმე საუკუნით შეწყდა. ამ დროისთვის ულმის კოშკების სიმაღლე მხოლოდ 100 მეტრი იყო. მშენებლობა მხოლოდ 1844 წელს გაგრძელდა და 1890 წელს დასრულდა.

ულმში ტრადიციული ფესტივალების მიმდინარეობისას ათასობით ადამიანი, ლუდისა და ალკოჰოლის უზომო რაოდენობით მიღების შემდეგ, სამწუხაროდ, ბუნებრივ მოთხოვნილებას ტაძრის კედლებთანაც იკმაყოფილებს.

ტაძარი ძირითადად აგურისგან არის აგებული, თუმცა კოშკები და დეკორატიული ელემენტების ნაწილი ქვიშაქვისაა, რომელსაც ჭარბი მარილები განუწყვეტლივ შლის.

ჯერჯერობით მდგომარეობას ვერ შველის ვერც დიდი რაოდენობით ბიოტუალეტები, ვერც პოლიცია და დიდი ჯარიმები.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები