ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესულია საქმე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ინიციალებით გ.ს, ბულგარეთს უჩივის და მოითხოვს, არ მოხდეს მისი ექსტრადირება ირანში. საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ 4 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება და ინფორმაციის დამადასტურებელი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ბულგარეთის მხარეს მოუწოდა, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცეს, რადგან მას იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა, კერძოდ გაროზგვა ემუქრება.
ქართველი ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი ნიკოლოზ ბიბილაშვილი იცავს. ის მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არსებული ბრალდება დაუსაბუთებელი.