ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა დგას. მძღოლები აცხადებენ, რომ უკვე მეორე დღეა საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რამდენიმე კილომეტრიანი საცობის მიზეზი მომატებული ტვირთბრუნვაა, რომელსაც რუსეთის საბაჟო სწრაფად ვერ ატარებს.
რუსული მხარე კი, რიგები მათი მხრიდან არ დგას. ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, თუ ნაკადი გაიზრდება, მზად არიან, რომ სხვა რეგიონებიდან 30-ზე მეტი საბაჟო-ინსპექტორი ჩამოიყვანონ. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის პოსტის გამტარუნარიანობაა - 200 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, 40 ავტობუსი და 170 ერთეული სატვირთო მანქანა.