აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანიის, "კასპერსკის" თანამშრომლები დაკითხეს. ამ ინფორმაციას "კასპერსკის" თანამშრომლები ადასტურებენ. FBI-ის თანამშრომლების კითხვები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს შეეხო. კერძოდ კი საუბარია კომპანია "კასპერსკის" თანამშრომლების მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე. FBI-იმ რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანიის თანამშრომლების დაკითხვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენმა შეშფოთება იმის შესახებ გამოთქვა, რომ „კასპერსკის“ ლაბორატორიაში შექმნილი პროგრამების საშუალებით, რუსეთს აშშ-ის არჩევნებში ჩარევა შეეძლო. კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი კასპერსკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ის მზადაა აშშ-ის სენატის წინაშე წარსდგეს და ყველა კითხვას უპასუხოს.