"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფას ეხება. აბესაძის განაცხადებით, ის მზად არის გამოცხადდეს უწყებაში. მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.