ე.წ ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატების დაკითხვა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.