კონკრეტულად რა ფაქტი იგულისხმება ხულინგობაში და რატომ დაემუქრა პოლიციელი აქციის მონაწილეებს - ამის გასარკვევად ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა. შვილმოკლული მამა ამბობს რომ პოლიციელმა გიორგი გადელიამ მას, მის ძმასა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, როგორც აქციის მონაწილეებს გამოუცხადათ, რომ ხულიგნობის გამო დაიჭერდა. "მას ხშირად გამოუჩენია ჩემს დარბევაში ინიციატივა. გვითხრა რომ 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო" - აცხადებს სარალიძე. მისივე თქმით, კიდევ ორი პირი, რომელზეც პოლიციელმა თქვა, რომ დააკავებდა, ირმა სიმონიშვილი და ნუგზარ კუჭაშვილი არიან.