სამართალდამცველებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბათუმის ვიცე-მერი და ბათუმის მერიის სხვა თანამშრომლები. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გაამარჯვებინეს ისეთ კომპანიას, რომელიც არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა მისი დისკვალიფიკაციის საფუძვლები.