ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი. სტრესის შედეგად იწყება ჰორმონ Adamts1-ის გამომუშავება. ამ უკანასკნელს უკავშირდება სხეულში ცხიმოვანი უჯრედების დაგროვება. ამასთან, ეს არა მარტო კანქვეშა, არამედ შინაგანი ორგანოების ირგვლივ არსებულ ცხიმს ეხება, რაც ზრდის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს.