22:08
15 ივლისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ არის რთული გახდომა სწორი კვების დროსაც კი? - იცოდეთ სასარგებლო პროდუქტის სწორად მიღება, რომ მათ მადა არ გაგიძლიეროთ
07-03-2019

ითვლება, რომ სასარგებლო პროდუქტები ცალსახად ხელს უწყობს გახდომას. მაგრამ პრაქტიკულად ეს ყოველთვის ასე არ არის. არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მადას აძლიერებს, რაც წონის დაქვეითებას მნიშვნელოვნად ართულებს. კერძოდ, ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება სალათები და მწვანილი.

სრულფასოვანი სადილის მსუბუქი სალათით შეცვლა ორგანიზმზე დადებითად არ მოქმედებს. წონის დასაკლებად სალათის მირთმევა საჭიროა ბურღულეულის გარნირთან, თევზთან ან ხორცთან ერთად. მხოლოდ ბოსტნეულის მიღებით შიმშილი მალევე შეგვაწუხებს და ზედმეტი წახემსება მოგვიწიევს.

ცომეული არ არის საუკეთესო არჩევანი დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველობის გამო. იგივე მიზეზით მავნებელია სიმინდის ბურბუშელა. ისინი ძალიან კალორიულია, ამძაფრებს შიმშილის გრძნობას და იწვევს ნაყროვანებას. დიეტოლოგები ბურბუშელას შვრიის ფაფით ჩანაცვლებას გვირჩევენ .

საუზმეზე ხილის მირთმევაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მშიერ კუჭზე ხილის მირთმევა იწვევს კუჭის წვენი მჟავიანობის მომატებას, რაც შიმშილის ძლიერი შეტევის პროვოცირებას იწვევს. იგივე სიტუაციაა ხილის სმუზთან დაკავშირებით. ძნელია წონის დაკლება რაციონში მზა ხილის იოგურტების შეტანისას. მასში ბევრი შაქარი და სხვა მავნე დანამატებია. იოგურტზე სასარგებლო მაწონია.

AutoPlay
წლებია, საზამთროს ჭამთ, მაგრამ ამ 7 ფაქტის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ახალი მეთოდი კიბოსთან ბრძოლისთვის
13-07-2019
იცოდით, რომ გარგარი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს? - გაიგეთ უფრო მეტი ამ ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ
12-07-2019
პრობლემები, რაც შეიძლება ჰქონდეთ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს - 7 სიმპტომი, რა დროსაც აუცილებლად საკეისრო კვეთა კეთდება
11-07-2019
დაავადებები, რომლის სიმპტომია სხეულის ჭარბოფლიანობა - ეს პრობლემა ხშირად ნევროზის განვითარების მიზეზიც ხდება
10-07-2019
შიმშილის გრძნობის მართვაა შესაძლებელია - თავის ტვინში მიაგნეს ადგილს, რომელიც მის სამართავად შეიძლება გამოიყენონ
09-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები