დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიცია მუშაობს. ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. შემოსაზღვრულ არეალში განთავსებულია "მერსედესის" მარკის ტაქსი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოებს სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში ახორციელებენ. შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა როგორც პალიტრანიუსს თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილზე ადგილზე "ჩხუბი მოხდა".